დღის ახალი ამბები

სამწუხარო ინფორმაცია - მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე ვეღარ იასპარეზებს

სამწუხარო ინფორმაცია - მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე ვეღარ იასპარეზებს
24-07-2021, 19:28

დღეს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა სამწუხარო ინფორმაცია განაცხადა.

20 წლის სპორტსმენი მარიამ იმნაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე ვეღარ იასპარეზებს, ამის მიზეზი კი კორონავირუსია.

ახალგაზრდა მოცურავეს ვირუსი ტოკიოში გაფრენამდე დაუდასტურდა და მას თბილისში დარჩენა მოუწია.

"ჩვენს მოცურავეს, მარიამ იმნაძეს დაუდასტურდა კორონავირუსი, სამწუხაროდ ის ტოკიოში ვერ იასპარეზებს"- განაცხადა ზურაბ კახაბრიშვილმა




გაზიარება
მოინახულეს 3 920-ჯერ
კომენტარები
რეკლამა