აბიდალი განაცხადშია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 23-ნოე, 12:429 FCB 1592


კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე “პანათინაიკოსთან” დაპირისპირების წინ 20 ფეხბურთელისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ფრანგი მცველი ერიკ აბიდალიც მოხვდა.ეს საკითხი ასე მნიშვნელოვანი იმიტომ გახლდათ, რომ ფრანგი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ავადმყოფობდა და ტრავმა სულ ახლახანს მოიშუშა, თუმცა, “ბარსას” სამედიცინო შტაბის განცხადებით, მდგომარეობა 100%-ით დამაკმაყოფილებელი მაინც არ არის და აბიდალს თამაში დიდი სიფრთხილით მოუწევს.

თავად ფაქტს კომენტარი უკვე გაუკეთა თავად მცველმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად ექიმებისგან მიღებული გაფრთხილებისა, მოხარულია, რომ განაცხადში მოხვდა და თამაშისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ 20 ფეხბურთელის დასახელების მიუხედავად გუარდიოლას “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ განაცხადში მხოლოდ 18 მათგანის შეყვანის ნება ექნება, ასეთი უეფას წესები. “ბარსას” დღევანდელი შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:

ვალდესი, მინო, ალვეში, პიკე, პუიოლი, ხავი, ინიესტა, ვილა, ინიესტა, ბოიანი, მესი, ჟეფრენი, მასკერანო, კეიტა, სერჟიო, პედრო, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი, ტიაგო, ფონტასი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი