დღის ახალი ამბები

ნიკოლოზ შერაზადიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რეპეჟაჟში იჭიდავებს

ნიკოლოზ შერაზადიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რეპეჟაჟში იჭიდავებს
28-07-2021, 08:55

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი სამწუხაროდ რუს მეტოქესთან იგოლნიკოვთან დამარცხა.

რუსმა სპორტსმენმა ნიკოს მახრჩობელა ილეთი გაუკეთა, რის შემდეგაც შერაზადიშვილი გაითიშა და საქმეში ქართველი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილის ჩარევა გახდა საჭირო.

საბედნიეროდ ნიკოს სერიოზული პრობლემები არ შეექმნა, ტატამი თავისი ფეხით დატოვა და რეპეჟაშში გააგრძელებს ასპარეზობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ქართველი ლაშა ბექაური სწორედ  იგოლნიკოვს შეხვდება.





გაზიარება
მოინახულეს 3 562-ჯერ
კომენტარები
რეკლამა