დღის ახალი ამბები

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში ? - ქართველს მსურველი გამოუჩნდა

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატში ? - ქართველს მსურველი გამოუჩნდა
26-01-2021, 19:21

დიდი შანსია, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი შეიცვალოს.

კვარაცხელიას ბოლო პერიოდში არაერთ კლუბს უკავშირებენ. მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ ქართველი ნახევარმცველით სერია ა-ს რამდენიმე კლუბი ინტერესდება: ტორინო, სასუოლო, უდინეზე...

Croco.ge-მ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კვარაცხელიათი სერია ა-ს ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ნაპოლიცაა დაინტერესებული.

უფრო მეტიც, მათი ინფორმაციით ნაპოლის ხელმძღვანელობა რუბინთან კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს და დიდი შანსია, ხვიჩა უახლოეს პერიოდში სწორედ ნეაპოლელთა მაისურში ვიხილოთ.

წყარო : Croco.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 337-ჯერ
კომენტარები
რეკლამა