დღის ახალი ამბები

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრების წევრს დოპინგი აღმოუჩინეს და ტურნირიდან მოკვეთს

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრების წევრს დოპინგი აღმოუჩინეს და ტურნირიდან მოკვეთს
3-08-2021, 09:46

ბირთვის კვრაში საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მას 3 აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს. ინფორმაცია ტესტების საერთაშორისო სააგენტომ (ITA) დაადასტურა.

36 წლის აბრამიანი, რომლის საუკეთესო შედეგი 21,11 მეტრია, ვითარების საბოლოო გარკვევამდე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების მიხედვით, გათამაშებიდან მოხსნეს და ახლა წინასწარი დისკვალიფიკაცია აქვს.   

წყარო: popsport.com




გაზიარება
მოინახულეს 17 216-ჯერ
კომენტარები
რეკლამა