Image

რონალდო ისევ ლაზარეთშია

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 24-ნოე, 00:459 FCB 1353


















ბრაზილიის ჩემპიონობისთვის მებრძოლ "კორინთიანსს" პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ვეტერანი ფორვარდი რონალდო გამოაკლდა. 34 წლის თავდამხმელმა, რომელსაც ნაკრებში ჩატარებულ 97 შეხვედრაში 62 გოლი აქვს გატანილი, "ვიტორიასთან" გამართულ შეხვედრაში კუნთი დაიზიანა. ექიმთა მტკიცებით, მომდევნო ტურში, "ვასკო და გამას" წინააღმდეგ "ფენომენი" ნამდვილად ვერ ითამაშებს, ხოლო ჩემპიონატის ბოლო მატჩში, რომელშიც "კორინთიანსის" მეტოქე "გოიაში" იქნება, "კიჭას" კიდევ აქვს მოედანზე გასვლის შანსი.
მიმდინარე სეზონში რონალდოს ტრავმები ხშირად აწუხებდა, რის გამოც სერია A-ს (იტალიის მსგავსად, ბრაზილიის ჩემპიონატსაც ასე ჰქვია) მხოლოდ ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, 6 გოლის გატანა მაინც მოახერხა. სულ კი, 2009 წლიდან მოყოლებული "კორინთიანსის" რიგებში ჩატარებულ 64 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.
ბოლოს კი გეტყვით, რომ ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, გათამაშების ცხრილს 65 ქულით სათავეში "ფლუმინენსე" უდგას, რომელსაც "კორინთიანსი" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ "კრუზეიროს" 63 ქულა აქვს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (178)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა