FIFA/FIFPro-მ 2010 წლის გუნდის კანდიდატები დაასახელა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 25-ნოე, 20:069 FCB 2422


ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ 55 ფეხბურთელის სია, რომელთაგანაც 2010 წლის სიმბოლური ნაკრები უნდა აირჩეს. საუკეთესო გუნდის გამოვლენა უშუალოდ პროფესიონალ ფეხბურთელთა მიერ ხმის მიცემის შედეგად მოხდება. გუნდი შეირჩევა 4-3-3 სისტემით და მასში შემავალი ფეხბურთელები 2011 წლის 10 იანვარს, ფიფას გალა-წარმოდგენაზე დასახელდებიან. ამავე წარმოდგენაზე გახდება ცნობილი ფიფას “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობაც.
FIFA/FIFPro-ს წლის გუნდში მოხვედრის კანდიდატებს შორის კლუბებიდან ყველაზე მეტი, 9 წარმომადგენელი მადრიდის “რეალს” ჰყავს. შემდეგ, 8-8 კანდიდატით მოდიან “ბარსელონა” და მილანის “ინტერი”. “ბარსას” და “რეალის” ბევრმა წარმომადგენელმა განაპირობა ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერობა - დასახელებული 55 კანდიდატიდან 18 პრიმერაში თამაშობს. 17 კანდიდატით მე-2 ადგილზე ინგლისის პრემიერლიგაა. ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი არ თმობს პირველობას, რომელიც საუკეთესოთა შორის 10 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. 9 კანდიდატი ჰყავს ბრაზილიას.

FIFA/FIFPro-მ 2010 წლის გუნდის კანდიდატები დაასახელა


გთავაზობთ FIFA/FIFPro-ს გუნდში მოსახვედრ კანდიდატთა სრულ სიას:
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია, “იუვენტუსი”), იკერ კასილიასი (ესპანეთი, “რეალი”), პეტერ ჩეხი (ჩეხეთი, “ჩელსი”), ჟულიო სეზარი (ბრაზილია, “ინტერი”), ედვინ ვან დერ სარი (ჰოლანდია, “მანჩესტერი”);
მცველები: დანიელ ალვეში (ბრაზილია, “ბარსელონა”), გარეთ ბეილი (უელსი, “ტოტენჰემი”), მიშელ ბასტოსი (ბრაზილია, “ლიონი”), ეშლი კოული (ინგლისი, “ჩელსი”), პატრის ევრა (საფრანგეთი, “მანჩესტერი”), რიო ფერდინანდი (ინგლისი, “მანჩესტერი”), ფილიპ ლამი (გერმანია, “ბაიერნი”), ლუსიო (ბრაზილია, “ინტერი”), მაიკონი (ბრაზილია, “ინტერი”), მარსელო (ბრაზილია, “რეალი”), ალესანდრო ნესტა (იტალია, “მილანი”), პეპე (პორტუგალია, “რეალი”), ჟერარ პიკე (ესპანეთი, “ბარსელონა”), კარლეს პუიოლი (ესპანეთი, “ბარსელონა”), სერხიო რამოსი (ესპანეთი, “რეალი”), ვალტერ სამუელი (არგენტინა, “ინტერი”), ჯონ ტერი (ინგლისი, “ჩელსი”), ტიაგო სილვა (ბრაზილია, “მილანი”), ნემანია ვიდიჩი (სერბეთი, “მანჩესტერი”), ხავიერ ძანეტი (არგენტინა, “ინტერი”);

ნახევარმცველები: ესტებან კამბიასო (არგენტინა, “ინტერი”), მიკაელ ესიენი (განა, “ჩელსი”), სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი, “არსენალი”), სტივენ ჯერარდი (ინგლისი, “ლივერპული”), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”), რიკარდო კაკა (ბრაზილია, “რეალი”), ფრენკ ლემპარდი (ინგლისი, “ჩელსი”), ხავიერ მასკერანო (არგენტინა, “ბარსელონა”), თომას მიულერი (გერმანია, “ბაიერნი”), მესუტ იოზილი (გერმანია, “რეალი”), ანდრეა პირლო (იტალია, “მილანი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, “ბაიერნი”), ვესლი სნეიდერი (ჰოლანდია, “ინტერი”), ხაბი ალონსო (ესპანეთი, “რეალი”), ხავი (ესპანეთი, “ბარსელონა”);

თავდამსხმელები: დიმიტარ ბერბატოვი (ბულგარეთი, “მანჩესტერი”), დიდიე დროგბა (კოტ დ’ივუარი, “ჩელსი”), სამუელ ეტოო (კამერუნი, “ინტერი”), დიეგო ფორლანი (ურუგვაი, “ატლეტიკო”), გონსალო იგუაინი (არგენტინა, “რეალი”), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი, “მილანი”), ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”), დიეგო მილიტო (არგენტინა, “ინტერი”), არიენ რობენი (ჰოლანდია, “ბაიერნი”), რონალდინიო (ბრაზილია, “მილანი”), კრისტიანო რონალდუ (პორტუგალია, “რეალი”), უეინ რუნი (ინგლისი, “მანჩესტერი”), კარლოს ტევესი (არგენტინა, “სიტი”), ფერნანდო ტორესი (ესპანეთი, “ლივერპული”), დავიდ ვილია (ესპანეთი, “ბარსელონა”).

აქვე გთავაზობთ 2009 წლის სიმბოლურ გუნდს: იკერ კასილიასი – დანიელ ალვეში, ჯონ ტერი, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა – სტივენ ჯერარდი, ხავი, ანდრეს ინიესტა – კრიშტიანუ რონალდუ, ფერნანდო ტორესი, ლიონელ მესი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (19)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)