ვენგერი: “რეალს” ეს არ ეკადრება”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 26-ნოე, 15:169 beqa_beqa 1632


ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი გამოეხმაურა მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების, ხაბი ალონსოსა და სერხიო რამოსის მიერ “აიაქსთან” გამართულ მატჩში მიღებულ წითელ ბარათებს. საყოველთაო მოსაზრებით, ესპანელმა ფეხბურთელებმა ბარათები განზრახ მიიღეს, რათა ჯგუფური ეტაპის ბოლო, მათი გუნდისთვის არაფრისმომცემი მატჩი გამოტოვონ და 1/8-ფინალებს დისკვალიფიკაციის საშიშროების გარეშე შეხვდნენ. ფრანგი სპეციალისტი იზიარებს გავრცელებულ მოსაზრებას და აცხადებს, რომ “რეალს” ასეთი საქციელი არ შეშვენის.
“ძალიან ვწუხვარ, რომ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც “რეალი”, ასეთ რამეს სჩადის. ასეთი საქციელი ცუდად მოქმედებს ფეხბურთის იმიჯზე. “რეალს” დიდ პატივს ვცემ ამ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის გამო, მაგრამ ასეთი საქციელი ამ კლუბს არ ეკადრება. როგორ ფიქრობთ, რაში გადაიხადეს სტადიონზე მისულმა გულშემატკივრებმა ფული? ფეხბურთის საყურებლად, თუ ესპანელთა ამ ქმედების სანახავად? გულახდილავ ვამბობ, მადრიდელთა საქციელი საშინელი სანახავი იყო” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal.
“არსენალის” ფრანგ დამრიგებელს “რეალის” ფეხბურთელთა ქმედება იმდენად აღელვებს, რამდენადაც შესაძლოა “სამეფო კლუბს” მისი შეგირდები 1/8-ფინალში დაუპირისპირდნენ. როგორც იცით, “რეალმა” ჯგუფში პირველობა უკვე გაინაღდა, “არსენალი” კი, სავარაუდოდ, მე-2 ადგილს დასჯერდება.
აქვე გაცნობებთ, რომ უეფამ დაადასტურა მადრიდელთა ქმედების გამოძიების ფაქტი. 30 ნოემბერს, სპეციალურ სხდომაზე განხილული იქნება არა მხოლოდ რამოსისა და ალონსოს, არამედ მოურინიოს, დუდეკისა და კასილიასის საკითხიც.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (189)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი