ფედერერმა "რვაკაცა" მეხუთეთ მოიგო

სიახლეები / ჩოგბურთი 29-ნოე, 17:419 Sportnews 2185


მსოფლიოს მეორე ჩოგანმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა ფინალში დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელი რაფაელ ნადალი და "რვაკაცას" ტურნირი მეხუთეთ მოიგო.

ფინალი სამი სეტი გაგრძელდა. პირველ სეტში ფედერერმა იმარჯვა 6:3 , მეორე სეტი იგივე ანგარიშით უკვე ნადალმა მოიგო, მესამე სეტში კი ფედერერი დომინირებდა, მან მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დამაჯერებელი ანგარიშითაც 6:1 დაამარცხა.

ამ მოგების შემდეგ როჯერი რაფას 8:14 ჩამორჩება, თუმცა მაგარსაფარზე უკვე 4:3, ხოლო საკუთრივ რვაკაცაზე მას სულაც 3:0 უგებს – მას რაფა იქ 2006-07 წლების ნახევარფინალებშიც დაუმარცხებია.
რვაკაცა ტურნირის მარცხის გარეშე მოგებამ როჯერს – წლის მეხუთე, ხოლო კარიერის 66-ე ტიტულთან ერთად – 1500 სარეიტინგო ქულა და საპრიზო თანხის მაქსიმუმი – 1,63 მილიონი დოლარი – მოუტანა.

ინფორმაციის წყარო: GoTeNNiS.Ru

ავტორი:გოგა გოგილაშვილი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (148)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი