დღის ახალი ამბები

როდესაც ყველაფერში საუკეთესო ხარ - რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის პსჟ-ში გადასვლით ?

როდესაც ყველაფერში საუკეთესო ხარ - რა თანხა გამოიმუშავა მაიკლ ჯორდანმა მესის პსჟ-ში გადასვლით ?

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა ლიონელ მესის პსჟ-ში ტრანსფერით ძალიან იხეირა.

58 წლის აწ უკვე ბიზნესმენს "პარი სენ-ჟერმენის" მაისურზე Air Jordan-ის ლოგო აქვს - გარიგების მიხედვით, მაიკლს ფრანგული კლუბის ყოველი მაისურის გაყიდვიდან 5%-ზე მეტი ეკუთვნის.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, "ჩიკაგო ბულსის" ყოფილმა კალათბურთელმა მესის მაისურების გაყიდვიდან უკვე 6 მილიონზე მეტი გამოიმუშავა.

რაც შეეხება თავად პსჟ-ს, ფრანგებმა "ლა პულგას" ტრანსფერის დადასტურებიდან ერთ კვირაში, მაისურების გაყიდვით 120 მილიონი ევრო მიიღეს.

"ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელის პარიზულ  კლუბში პრეზენტაციის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში არსებული სრული მარაგი 20 წუთში გაიყიდა.




გაზიარება
მოინახულეს 1 156-ჯერ
კომენტარები
რეკლამა