დღის ახალი ამბები

ზიდანმა ალჟირში ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 2 მილიონი ევრო გაიღო

ზიდანმა ალჟირში ხანძრისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის 2 მილიონი ევრო გაიღო

L'Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა ალჟირში, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად  €2,000,000 გაიღო.

როგორც ცნობილია, საზარელ ხანძარს 90 ადამიანი შეეწირა, ათასობით მოსახლემ კი საცხოვრებელი სახლი დაკარგა. Shoot Africa-ს ცნობით, ცეცხლი ალჟირის 18 ოლქს მოედო, რისი ჩაქრობაც 3 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ფრანგული წყარო წერს, რომ ზიდანის წინაპრები ჩრდილოეთ ალჟირიდან იყვნენ - ხანძარს სწორედ ხსენებული მხარე ემსხვერპლა.

ზინედინმა 2 მილიონი ევროს ოდენობის თანხა საკუთარი ფონდიდან გადარიცხა, რაც ადგილობრივ ასოციაციებს, დაზარალებულების დასახმარებლად გადაეცათ.




გაზიარება
მოინახულეს 2 645-ჯერ
კომენტარები
რეკლამა