დღის ახალი ამბები

პარიზის ოლიმპიადადან სპორტის 3 სახეობა ამოიღეს - შეეხო თუ არა ქართველ სპორტსმენებს ეს გადაწყვეტილება ?

პარიზის ოლიმპიადადან სპორტის 3 სახეობა ამოიღეს - შეეხო თუ არა ქართველ სპორტსმენებს ეს გადაწყვეტილება ?

პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024 წლის თამაშების პროგრამაში ცვლილებები მოხდება.

მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე აღარ გათამაშდება მედლები კარატეში. ასევე ვერ ვიხილავთ პროგრამაში ბეისბოლსა და სოფტბოლს. სამაგიეროდ, პარიზის ოლიმპიადაზე დამატებულ იქნება ბრეიკ-დანსი.

შეგახსენებთ, რომ კარატე ოლიმპიადაში პირველად სწორედ ტოკიოში ჩართეს და მედლების 6 კომპლექტიც გათამაშდა (საქმეში ქართველი კარატისტი გოგიტა არქანიაც ვიხილეთ). მის თამაშებში დატოვებას ბევრი მომხრე ჰყავდა, თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშები 2024 წელს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება.





გაზიარება
მოინახულეს 2 143-ჯერ
კომენტარები
რეკლამა