ოფიციალურად: "იუნაიტედმა" მატიჩი 35 მილიონად შეიძინა!

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 01-აგვ, 14:239 manchester3 804


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ლინდელოფის შემდეგ, კიდევ ორ ფეხბურთელს დაიმატებდა. ერთს ნახევარდაცვაში, ხოლო მეორეს კი შეტევაში.

მათ ჩამშლელ ნახევარმცველად იყიდეს, ლონდონის "ჩელსის" სერბი ფეხბურთელი ნემანია მატიჩი. 29 წლის ფეხბურთელმა გუნდთან, 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება ასევე, კონტრაქტის 1 წლით ავტომატურად გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ტრანსფერის ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.

პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, მოედნის ცენტრში თამაშის საშუალება მიეცემათ გამოცდილ ფეხბურთელებს: პოლ პოგბას, ანდრე ერერას და მატიჩს. მისი თქმით საჭიროა კიდევ ერთი თავდამსხმელის ყიდვაც, რის შემდეგაც მთელი შემადგენლობა დაბალანსებული იქნება.

შესაბამისად, "წითელი ეშმაკებისგან" კიდევ ერთ ტრანსფერს უნდა ველოდეთ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)