"რეალი" გარეტ ბეილს "ჩელსიში" უშვებს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი / ტრანსფერები 04-აგვ, 23:309 Sportnews 4435


როგორც ბრიტანული პრესა იუწყება ნეიმარის ტრანსფერის შემდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი გველოდება, აღნიშნული წყაროს თანახმად მადრიდის "რეალი" მზად არის გარეტ ბეილს შეელიოს და ეულსელი ფეხბურთელი ლონდონის "ჩელსიში" გაუშვას.

გარეტ ბეილმა ამერიკის ტურნე საშინლად ჩაატარა, ფეხბურთელი ვერ ახერხებს ოპტიმალური ფორმის აღდგენას და ხშირი ტრავმიანობით გამოირჩევა, გასულ სეზონს თუ ავიღებთ "რეალმა" გადამწყვეტი შეხვედრები ბეილის გარეშე ჩაატარა და მისი არ ყოფნით გუნდს არაფერი დაკლებია.

მიუხედავად ამისა, ზიდანი მაინც აგრძელებდა ბეილზე დაკვირვებას, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი დაიღალა ტყუილი ავანსების გაცემით, მას სურს, რომ ბეილის ნაცვლად გუნდმა მბაპე იყიდოს.

ფაქტია, რომ ბეილის ფასი სულ უფრო კლებულობს, ამიტომ ფლორენტინო პერესაც მიაჩნია, რომ დროა უელსელმა გუნდი დატოვოს , ფეხბურთელის შეძენით ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ლონდონელებმა მადრიდელებს სასურველი წინადადება შესთავაზეს, ისინი მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადონ.

შეგახსენებთ, რომ წელს "ჩელსიმ" "რეალიდან" ერთი ფეხბურთელი უკვე იყიდა, "არისტოკრატებმა" 80 მილიონად ალვარო მორატა დაიმატეს.

წყარო : sportskeeda.com




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (44)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)