დღის ახალი ამბები

ცნობილი გახდა რა ანაზღაურებას უხდის მოსკოვის ცეესკა თორნიკე შენგელიას

ცნობილი გახდა რა ანაზღაურებას უხდის მოსკოვის ცეესკა თორნიკე შენგელიას

Eurohoops გამოაქვეყნა ევროლიგის 2021/22 წლების სეზონის ყველაზე მაღალ ანაზღაურებად კალათბურთელთა რეიტინგი.

მეორე-მესამე ადგილზე ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის – „ ანადულო ეფესის“ კალათბურთელები იმყოფებიან – შეინ ლარკინი 3.7 მილიონი დოლარი, ხოლო ვასილიე მიციჩი – 3 მილიონი.

მეოთხე ადგილზე იმყოფება „ც.ს.კ.ა“- ს ცენტრი ნიკოლა მილუტინოვი – 2.5 მილიონი დოლარი.

რუსული არმიული კლუბის მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია კი მე-8 ადგილზეა, ქართველი წლიურად 1.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.

1. ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა) – 4.5 მილიონი დოლარი წელიწადში
2. შეინ ლარკინი (ანადულო ეფესი) – 3.7 მილიონი
3. ვასილიე მიციჩი (ანადოლუ ეფესი) – 3 მილიონი
4. ნიკოლა მილუტინოვი (ც.ს.კ.ა) – 2.5 მილიონი
5. იან ვესელი (ფენერბაჰჩე) – 2.3 მილიონი
6. ედი ტავარეში (რეალი) – 2 მილიონი
7. ნანდო დე კოლო (ფენერბაჰჩე) – 1.9 მილიონი
8. თორნიკე შენგელია (ც.ს.კ.ა) – 1.8 მილიონი




გაზიარება
მოინახულეს 1 654-ჯერ
კომენტარები
რეკლამა