გიორგი ტყავაძე: “დავრჩები თუ არა “დინამოში”? ვერაფერს გეტყვით”

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 09-დეკ, 23:409 FCB 2141


თბილისის “დინამოს” ახალი მეპატრონე ეყოლება – რომან ფიფია. სხვა ბევრთან ერთად, ეს კითხვაც ისმის – დარჩებიან თუ არა კლუბში ახლანდელი ხელმძღვანელები?


“მე მხოლოდ მივესალმები “დინამოში” ისეთი პიროვნების მოსვლას, რომელსაც კლუბის წინსვლის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. კლუბის გადაფორმებამდე დარჩა დეტალები და როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფიფია ერთ კვირაში ან ათ დღეში ისაუბრებს “დინამოს” გეგმებზე” – განაცხადა ტყავაძემ.
ამ დროს, ბადრი პატარკაციშვილის და, მზია პატარკაციშვილი საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბარში ამბობს, რომან ფიფია ჩვენს ოჯახს არ შეხმიანებია, მოლაპარაკება არ ჰქონიაო.
“ჩვენს ოჯახს “დინამოს” მყარად შენახვის საშუალება არ აქვს და თუ ვინმე გამოჩნდება, ვინც ხელს მოკიდებს კლუბს და დააფინანსებს, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. თუმცა, არც ფიფიას და არც სხვებს ჩვენთვის ამ წინადადებით არ მოუმართავთ”.
ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია – ფიფიამ განაცხადა, პატარკაციშვილის ოჯახთან ძირითად საკითხებზე შეთანხმებულნი ვართ და დეტალები დარჩაო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (256)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი