ბარსელონას” სატიტულო სპონსორი - Qatar Foundation

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 10-დეკ, 19:059 FCB 1679


კატალონიური “ბარსელონას” მაისურზე, ამ კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად, სატიტულო სპონსორის ლოგო განთავსდება.
როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გააფორმა კონტრაქტი ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდთან, Qatar Foundation-თან. ხელშეკრულება 2016 წლამდეა გათვლილი და ეს თანამშრომლობა “ბარსელონას” ბიუჯეტს ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს შემატებს. ამგვარად, ესპანურმა გრანდმა, სატიტულო სპონსორისგან მიღებული შემოსავლების მიხედვით აქამდე ლიდერ “მანჩესტერ იუნაიტედს” გადაუსწრო. მანჩესტერელები კომპანია AON-ისგან წლიურად 23,6 მილიონ ევროს იღებენ.
Qatar Foundation-ის ლოგო “ბარსელონას” მაისურზე ადგილს საქველმოქმედო ორგანიზაცია UNICEF-ის ლოგოს გვერდით დაიკავებს.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ორგანიზაციაც საქველმოქმედოა. იგი უზრუნველყოფს ბავშვების განათლებას და მეცნიერებას.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (54)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)