ვან დერ საარს “მანჩესტერში” სამსახურს სთავაზობენ

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 10-დეკ, 19:259 FCB 1671


ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი,სერ ალექს ფერგიუსონის სურვილი არის,რომ ჰოლანდიელმა მეკარემ,ედვინ ვან დერ საარმა გააგრძელოს მუშაობა “წითელ ეშმაკებში” მეკარეთა მწვრთნელის თანამდებობაზე,მას შემდეგ რაც გამოცდილი კიპერი დაემშვიდობება აქტიურ საფეხბურთო კარიერას.ეს ყოველივე კი შესაძლოა მიმდინარე სეზონის ფინიშზე მოხდეს.

როგორც ინგლისური პრესა იუწყება ფერგიუსონი და ვან დერ საარი შობის შემდეგ დაილაპარაკებენ და საბოლოოდ გაირკვევა ფეხბურთელის მომავალი. ჰოლანდიელი მეკარე მიმდინარე სეზონის შემდეგ რომ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას ამაზე საუბარიც არ ღირს,უბრალოდ,როგორც ჩანს “მანჩესტერს” არ სურს ასეთი გამოცდილი პერსონის დაკარგვა და მათთვისვე სასარგებლო საქმეში გამოყენებას გეგმავენ.

თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ვან დერ საარს აქვს არაერთი მიზეზი იმისათვის,რომ ინგლისურ გუნდს შეთავაზებაზე უარი განუცხადოს და უკან,სამშობლოში დაბრუნდეს. დაბრუნდების მიზეზი კი შეიძლება ედვინის მეუღლე აღმოჩნდეს,რომელიც ჰოლანდიაში იმყოფება და უკვე წელიწადზე მეტია მკურნალობს თავის ტვინზე.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)