Image

5 ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა დღეს განხორციელდეს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / საფრანგეთი / ტრანსფერები 31-აგვ, 12:279 Sportnews 2392


















სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე 24 საათზე ნაკლრები დრო რჩება, საფეხბურთო სამყარო ხმაურიანი ტრანსფერების მოლოდინში არიან.

წამყვანი ევროპული გრანდები ჯერ კიდევ მუშაობენ ფეხბურთელების ყიდვაზე, მათ უკვე მცირე დრო რჩებათ გუნდის გასაძლიერებად.

გთავაზობთ 5 ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს, რომელიც შეიძლება დღეს განხორციელდეს.

5. დრინკვოთერი "ჩელსიში"

სხვადასხვა ბრიტანულ გამოცემებს თუ დავუჯერებთ დღეს ლონდონის "ჩელსიმ" ოფიციალურად უნდა დაადასტუროს დრინკვოთერის ტრანსფერი, "არისტოკრატები" ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდიან.

4. ჩემბერლინი "ლივერპულში"

ყველამ იცის, რომ ჩემბერლინის ბავშობის ოცნების გუნდი "ლივერპულია", თავის მხრივ "არსენალიც" მზად არის შეელიოს ინგლისელ ფეხბურთელს. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 35 მილიონი სახელდება.

3. დიეგო კოშტა "ატლეტიკოში"

დიეგო კოშტას და ანტონიო კონტეს ერთმანეთში უთანხმოება აქვთ, ფეხბურთელს "ჩელსიში" დაბრუნება აღარ სურს, იტალიელ სპეციალისტსაც აღარ უნდა თავის გუნდში იხილოს კოშტა. დღეს შესაძლოა "ატლეტიკომ" 50 მილიონად იყიდოს ესპანელი ფორვარდი, მაგრამ მას სატრანსფერო ბანის გამო 6 თვე გუნდში ვერ დაარეგისტრირებს, ამიტომ ესპანურ გუნდს ყიდვის შემთხვევაში მისი განათხოვრება მოუწევს ნახევარი წლით.

2. კილიან მბაპე "პსჟ-ში"

მბაპე თითქმის ცალი ფეხით "პსჟ-შია" , თუ ორივეთი არა. ახალგაზრდა ფრანგის ტრანსფერის დადასტურებამდე საათებიღა რჩება. აღნიშნული ტრანსფერი ირიბად საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც დაადასტურა. პარიზულ გუნდს "მონაკოსთვის" დაახლოებით 180 მილიონის გადახდა მოუწევს.

1. კოუტინიო "ბარსელონაში"

საგა, რომელიც არა და არ სრულდება, "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელის ყიდვა სურს, "ლივერპული" კი კოუტინიოს არ ელევა, დემბელეს ტრანსფერის შემდეგ ყველას ეგონა, რომ "ბარსელონა" კოუტინიოს შეეშვებოდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. ესპანური გუნდი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი გადაიხადოს, ახლა პასუხი "ლივერპულზეა".

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (210)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა