ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ქართული ფეხბურთის დაფინანსების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან. ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის, გიბრალტარის, სომხეთის, მოლდოვას გუნდებმა წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.
„ცოტა ცივი გონებით ვწერ, ბრაზმა გადამიაროს-მეთქი. ვერაფრით ამოვხსენი, სახელმწიფო მილიონებს რისთვის ხარჯავს საკლუბო ფეხბურთში, თუ ევროშედეგები დაფინანსებამდეც კი უარესია?
ქართული საფეხბურთო კლუბები არათუ ჯგუფურ გათამაშებაში ხვდებიან, პირველ ეტაპებსაც კი ვერ გადიან. ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის, გიბრალტარის, სომხეთის, მოლდოვას გუნდებმა წელს შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ყველა ჩვენზე პატარა ქვეყანაა. ჩვენი ზომის ქვეყნების შედეგებზე აღარაფერს ვამბობ.
რა გახდა სწორი საკლუბო პოლიტიკის წარმართვა? რა გახდა ბიუჯეტის ფულის უფრო მიზნობრივი გამოყენება, მაგალითად ინფრასტრუქტურის, გადამზადებისა და ბავშვთა ფეხბურთის პროგრამებში?
არ ვემხრობი ჩემი გადასახადების წყალში გადაყრას, არ ვემხრობი მახინჯურად ფულის დახარჯვას, რომელიც ძირითადად ხელფასებს ხმარდება, რომელიც აზარმაცებს კლუბების მფლობელებს ან აქვეითებს უკეთესი გუნდების შექმნის მოტივაციას. გარანტირებული, მუქთა დაფინანსების დროს შრომა-თამაში ვისღა უნდა? ხოდა, რომ არავის უნდა, შედეგიც ამიტომ არ არის. ნუ დააბრალებთ ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას – ჯერ ერთი, ეს კლუბებზე ამ მილიონებიანი დაფინანსების გამი, არ აისახება და მეორეც, არანაკლები რთული მდგომარეობაა სომხეთსა და მოლდოვაში, რომელთა კლუბები ევროპაში ქართულზე უკეთესად ასპარეზობენ.
შარშანდელი და შარშანწინდელი ევროსირცხვილი არ გავითვალისწინეთ, წლევანდელისგან მაინც გამოვიტანოთ დასკვნები,“ – წერს გოგა ჩანადირი.
რისთვის ხარჯავს საკლუბო ფეხბურთში სახელმწიფო მილიონებს ?.. არ ვემხრობი ჩემი გადასახადების წყალში გადაყრას! – ქართული ფეხბურთის ცნობილი გულშმატკივრის პროტესტი
გაზიარება
მოინახულეს 1 258-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
164
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
323
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
903
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
147
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად