ასათიანი “რკინიგზელებს” დაემშვიდობა

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 11-დეკ, 12:409 FCB 1813


საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მალხაზ ასათიანი, რომელიც გასულ სეზონში მოსკოვის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა, რკინიგზული კლუბიდან ასაბარგებლად ემზადება.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელს “ლოკოსთან” კონტრაქტის ვადა გაუვიდა და ვინაიდან მოსკოველებმა მას ახალი ხელშეკრულება არ შესთავაზეს, მალხაზიც ახალი ნავსაყუდელის ძიებაშია.
შოვსპორტ-ის ინფორმაციით, ასათიანმა ამ დღეებში “ლოკომოტივის” ბაზას მიაშურა და კლუბის მუშაკებს, რომლებთან ერთადაც არაერთი წელი გაატარა, გულთბილად დაემშვიდობა.
ცნობისთვის, ქართველი მცველი რკინიგზელთა ღირსებას 2003 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში კი რუსულ პრემიერლიგაში 22 მატჩი ჩაატარა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი