დღის ახალი ამბები

ოფიციალურად: "რეალმა" ფრანგი ფეხბურთელი იყიდა

ოფიციალურად: "რეალმა" ფრანგი ფეხბურთელი იყიდა
31-08-2021, 07:27

მადრიდის "რეალმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო წინა დღეს მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

"სამეფო გუნდმა" "რენიდან" ახალგაზრდა ფეხბურთელი ედუარდო კამავინგა დაიმატა.

ტრანსფერის ღირებულება 31 მილიონს + ბონუსები შეადგენს.

ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გუშინვე გვიან ღამით გაიარა. ფეხბურთელი გუნდთან კონტაქტს 2026 წლამდე მოაწერს ხელს.




გაზიარება
მოინახულეს 1 476-ჯერ
კომენტარები
რეკლამა