დღის ახალი ამბები

სასიხარულო ინფორმაცია ლაშა ბექაურისა და ძიუდოს გულშემატკივრებს !

სასიხარულო ინფორმაცია ლაშა ბექაურისა და ძიუდოს გულშემატკივრებს !

ლაშა ბექაური არა მხოლოდ 90 კგ-ის, არამედ  ვაჟთა შორის შვიდივე წონითი კატეგორიის ლიდერია. რეიტინგს ის სათავეში 6 256 ქულით უდგას.
მეორე ადგილზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია 6 154 ქულით, მესამე ადგილზე კი 6 004  ქულით დავლათ ბობონოვია. მეოთხე ადგილზე კი 5 967 ქულით ტატო გრიგალაშვილია.

ქართველთაგან შვიდივე წონის ათეულში ასევე ხვდებიან:

ლაშა შავდათუაშვილი 5 175 ქულა ( მე-6 პოზიცია)

ვარლამ ლიპარტელიანი 4 962 ქულა (მე-10 პოზიცია).

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორს აქამდე შვიდივე წონითი კატეგორიის სათავეში მატიას კასე იყო, რომელმაც განახლებული მონაცემებით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა.

ქალთა შორის რეიტინგის ლიდერი კლარის აგბენენუა, მეორე ადგილზე დისტრია კრასნიჩია, ხოლო მესამეზე - ჯესიკა კლიმკაიტი.






გაზიარება
მოინახულეს 1 543-ჯერ
კომენტარები
რეკლამა