პეპე ''ბაიერნში'' ?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 12-დეკ, 17:349 FCB 2399


მადრიდის "რეალის" მცველი პეპე კლუბს სთხოვს ხელფასის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ამასობაში პორტუგალიელი ცენტრალური მცველით დაინტერესება მრავალმა კლუბმა გამოთქვა მათ შორისაა მიუნხენის ''ბაიერნიც''.

"რეალში" პეპე 2007 წელს 30 მლნ. ევროდ გადაბარგდა "პორტუდან". კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე ჩიხში შევიდა და ჟოზე მოურინიოს სურს ბოლო სიტყვა ფლორენტინო პერესმა თქვას.

ვან გაალს ძალიან მოსწონს პეპე და მისი სურვილია პორტუგალიელი მიუნხენში იხილოს. თუმცა, "რეკორდმაისტერს" ალტერნატიული ვარიანტებიც გააჩნია. ფილიპ მექსესი, რომელიც ნებისმიერ დროს დათანხმდება "რომას" დატოვებას.

პეპეს სატრანსფერო ფასი 25 მლნ. ევროა. თუმცა, შესაძლოა უფრო ნაკლებ ფასში დატოვოს მადრიდი. მისით ასევე ინტერესდებიან "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ინტერი".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი