კობიაშვილმა ”ჰერტას” მაისურით გოლი გაიტანა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო / უცხოური ფეხბურთი 13-დეკ, 15:159 Sportnews 1695


საქართველოს ნაკრების და ბერლინის "ჰერტას" ვიცე-კაპიტანი ლევან კობიაშვილი გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-16 ტურში გოლით გამოირჩა.

ბერლინელებმა "ოლიმპიაშტადიონზე" 46 ათასამდე ქომაგის თვალწინ "ერცგებირგეს აუეს" 2:0 მოუგეს და ახლა, "აუგსბურგთან" ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბერლინელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა და გერმანული კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი დაიდო.

კობიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 36-ე წუთზე კი პენალტი ზუსტად შეასრულა და ბერლინელთა გამარჯვებას სათავე დაუდო. "ჰერტას" უპირატესობა მე-2 ტაიმში ლასოგამ გაამყარა, ამ გამარჯვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის კლუბი ბუნდესლიგის საგზურის მაძიელთა რიგებს დაუბრუნდა.

მე-2 ბუნდესლიგის მე-16 ტურის ერთ-ერთ საწყის შეხვედრაში ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუემ" ბილეფელდის "არმინიას" უმასპინძლა და 1:0 იმარჯვა, რისი წყალობითაც 16 ქულით მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. "ვილდპარკშტადიონზე" გამართულ მატჩს 11 386 მაყურებელი დაესწრო, ერთადერთი გოლი კი 27-ე წუთზე ტიმო შტაფელდტმა გაიტანა. იაშვილმა, რომელიც მინდორზე ტრადიციულად კარლსრუელთა კაპიტნის სამკლაურით გავიდა, 90 წუთს ითამაშა.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 13 დეკემბერი 2010 15:15
საღოლ კობიაშვილი, იმედია წელს დაუბრუნდებიან ისევ ბუნდესლიგაში.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (40)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)