მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნამდვილი რევოლუციის მოწყობას აპირებს.
"რეალმა" მიმდინარე წელს კილიან მბაპე ვერ იყიდა, ფეხბურთელის სურვილი "სამეფო გუნდში" თამაშია, ამიტომ დიდი ალბათობით ის მომავალ წელს "რეალს" უფასოდ შეურთდება.
"სამეფო გუნდში" თამაშის სურვილი კიდევ ერთმა ფრანგმა პოლ პოგბამ გამოთქვა, რომელსაც ასევე ეწურება კონტრაქტი "მანჩესტერთან" შემდეგ წელს.
"რეალის" სამიზნეში ასევე "ბაიერნის" ფეხბურთელი გორეცკაა, მიმდინარე სეზონის ბოლოს ისიც თავისუფალი აგენტინი გახდება თუ მანამდე "ბაიერნთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. "თეთრებს" ამ სამი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლება.
გარდა აღნიშნული ვარსკვლავებისა, ფლორენტინო პერესი აპირებს ასევე ფეხბურთელების ყიდვას და მის ინტერესის სფეროში ჰალანდი, დე ლიხტი და კუნდე არიან. ჰალანდის ფასი შემდეგ წელს მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან 2 წელში მასაც ეწურება კონტრაქტი "დორტმუნდთან".
მას შემდეგ რაც "რეალი" ვარანმა და რამოსმა დატოვა, დაცვის ხაზის გაძლიერება გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ პერესი არ დაიშურებს ძალებს რომ დე ლიხტი ან კუნდე ჩაიგდოს ხელში ანაც სულაც ორივე მათგანი.
6 სუპერ ტრანსფერი და აქედან სამი უფასოდ!! - ფლორენტინო პერესის სუპერ გეგმა
6-09-2021, 11:46
გაზიარება
მოინახულეს 1 082-ჯერ
კომენტარები
25-04-2024 19:47
581
ვაჟა მარგველაშვილმა თურქი მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა! (ვიდეო)
ვრცლად
24-04-2024 10:32
213
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
351
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
941
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად