დღის ახალი ამბები

"ოქროს მოგება მინდოდა, მაგრამ ...." - რას წერს ედუარდ ტრიპელი ლაშა ბექაურის შესახებ

"ოქროს მოგება მინდოდა, მაგრამ ...." - რას წერს ედუარდ ტრიპელი ლაშა ბექაურის შესახებ
7-09-2021, 09:56

ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ედუარდ ტრიპელმა ლაშა ბექაურის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში გააკეთა.

გერმანელმა სპორტსმენმა ჩვენებურს წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ვინმესთან თუ წააგებდა ეს მხოლოდ ლაშა იქნებოდა.

"ოქროს მედლის მოპოვება, რა თქმა უნდა, მინდოდა , მაგრამ ვინმეს თუ დავუთმობდი მას ეს მხოლოდ  ის იქნებოდა , გილოცავ ლაშა" - დაწერა გერმანელმა სპორტსმენმა სოციალურ ქსელში.

ამ კომენტარს ლაშა ბექაურმაც უპასუხა:

 “ძმაო, შენ კაცი ხარ. მე შენით ვამაყობ.”







გაზიარება
მოინახულეს 2 063-ჯერ
კომენტარები
რეკლამა