დღის ახალი ამბები

"ის გვაკლია, რასაც კასტრაციის დროს აჭრიან" - რა განაცხადა ლევან სალუქვაძემ ნაკრების ფიასკოს შესახებ ?

"ის გვაკლია, რასაც კასტრაციის დროს აჭრიან" - რა განაცხადა ლევან სალუქვაძემ ნაკრების ფიასკოს შესახებ ?

კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეკომპანია "სილქ უნივერსალის" ეთერში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მოვა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით, გავიფაფხურებთ, ღირსეული წაგებები, ღირსეული ფრეები, გაგვიჩნდება იმედები, დავთვლით ქულებს, რომ აუტსაიდერს უნდა მოვუგოთ, მერე წავალთ და იმასთან ვაგებთ. დავარქმევთ "დიდგორობას", ისტორიის, საუკუნის, ღირსების მატჩს, ყველაფერს დავარქმევთ, რაც არის და იმ თამაშს ვერ მოვიგებთ.

რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - ვაისი, ქეცბაია, ცხადაძე თუ სანიოლი? თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს, იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია, ანგრევს და იტანს, თუ არ არის არც ერთი ფორმაში, გუნდი არ არის მოედანზე.. ვერც მცველი თამაშობს, ვერც ნახევარცმცველი და თავდამსხმელი.

სპორტული თვალსაზრისით ის გვაკლია, რასაც კასტრაციის დროს აჭრიან. კუპერიც ამას ამბობდა, რომ რაგბისტებს აქვთო და ჩვენ არაო... სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვამბობ.

ყველა დამწყები ქვეყნის სპორტულ ისტორიაში ვართ შესული, ყველა დიდი გამარჯვება, პირველი მოგება, პირველი სტუმრად გამარჯვება და ა.შ. ჩვენი ისტორია ვერ დავწერეთ, თორემ სხვებისას წარამარა ვწერთ", - განაცხადა სალუქვაძემ.





გაზიარება
მოინახულეს 1 378-ჯერ
კომენტარები
რეკლამა