Image

ოფიციალურად: იუპ ჰაინკესი მიუნხენის „ბაიერნის“ ახალი მწვრთნელია

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 06-ოქტ, 21:459 GioToServe 1097


















მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა - კლუბის ახალ მწვრთნელად იუპ ჰაინკესი დაინიშნა. გამოცდილ მწვრთნელთან დადებული კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვალისწინებული.

ჰაინკესი მეოთხედ ბრუნდება მიუნხენის „ბაიერნში“. მან კლუბს გერმანიის ჩემპიონატი 3-ჯერ მოაგებინა და 2012-2013 წლების სეზონში კი „ჩემპიონთა ლიგის“ ტრიუმფიც იზეიმა.

ორშაბათს 72 წლის მწვრთნელი ოფიციალურად დაიწყებს კლუბთან ერთად მუშაობას.

„ამ ყველაფერს დაბრუნება არც კი ჰქვია, არამედ მეგობრული სამსახური. მე აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ ბევრის ვალდებული ვარ. თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ.“ - განაცხადა ჰაინკესმა.

ამჟამად მიუნხენის „ბაიერნი“ „ბუნდესლიგაში“ მე-2 პოზიციას იკავებს, ხოლო „ჩემპიონთა ლიგის“ ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ადგილზეა და ბოლო მატჩი 19 სექტემბერს მოიგო.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (221)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა