დღის ახალი ამბები

როგორ გამოეხმაურნენ ესპანელები მამარდაშვილის მიერ ბულგარეთთან 4 გოლის გაშვებას ?

როგორ გამოეხმაურნენ ესპანელები მამარდაშვილის მიერ ბულგარეთთან 4 გოლის გაშვებას ?
9-09-2021, 13:09

ესპანური გამოცემა "მარკა" გიორგი მამარდაშვილის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტს გამოეხმაურა, "ჯვაროსნები"  ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4-1 განადგურდნენ, მამარდაშვილმა 4 ბურთი გაუშვა, Marca-მ კი ამ ყველაფერს "მამარდაშვილის მწარე დებიუტი" უწოდა. 

ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში სამივე თამაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მხოლოდ ერთადერთი ბურთი გაუშვა, საქართველოს ნაკრებში კი მას მხოლოდ ერთ ტაიმში ჰქონდა გაშვებული 3 გოლი, რამაც შეიძლება მის საკლუბო კარიერაზეც იმოქმედოს და სილესენის ძირითად მეკარედ დაბრუნებასაც შეუწყოს ხელი.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა ბულგარეთის წინააღმდეგ საჯარიმო დარყმიდან, პენალტიდან, თამაშიდან და ასევე ერთიც კკურიოზული გოლი გაუშვა, ძალიან ძნელია, რომ 20 წლის მეკარე რომელიმე გაშვებულ გოლში დავადანაშაულოთ.





გაზიარება
მოინახულეს 1 616-ჯერ
კომენტარები
რეკლამა