ჯურაბჩანი: ,,ტევესს ჩემპიონთა ლიგა უნდოდა და არა ფული"

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 15-დეკ, 23:539 FCB 1848


,,მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარლოს ტევესი კიდევ იცავს თავისი გუნდის ღირსებას მიუხედავად მისი მოთხოვნისა.


არგენტინელის წარმომადგენელმა კია ჯურაბჩანმა მოასწრო განეცხადებინა, რომ დღევანდელი ურთიერთობა ,,სიტისა" და ტევესს შორის არ არის ფულის გამო. იგი არ ცდილობს ასეთი განცხადებებით გამოსტყუოს ,,სიტის" უკეთესი კონტრაქტი მეტი თანხით.

,,ტევესი არასდროს ამბობდა უარს ,,სიტიში" თამაშზე. როცა მწვრთნელი მას მოედანზე უშვებს იგი იხარჯება 100 პროცენტით, რდაგან ეს მისი სამუშაოა."

კონტრაქტის გაფორმებიდან 17 თვე გავიდა, მაგრამ არგენტინელი არ ფარავს თავის სურვილს კლუბის დატოვებაზე და სამშობლოში დაბრუნებაზე. მას ასევე არ მოსწონს ის, რომ პრემიერ ლიგაში ,,სიტი" იმყოფება მესამე ადგილზე, ხოლო ლიდერს ,,მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

საქმე იმაშია, რომ ტევესი განაწყენებულია რადგან, ,,სიტიმ" მეოთხე ადგილი ლონდონის ,,ტოტენჰემს" დაუთმო. კარლოსს სურს გამარჯვება. ის მზად იყო შეგუებოდა სიტუაციას და ამასთან სერიოზულად ფიქრობდა, რომ ,,სიტი" მოხვდებოდა საუკეთესო კლუბებს შორის"

,,მაშინ, როდესაც იგი ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან" ,,მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა მიზეზი იყო ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ესაა მისი უკმაყოფილების მიზეზი. თვითონ არგენტინელი აცხადებდა უკმაყოფილებას თანხის და გუნდის ხელმძღვანელობასთან ცუდი ურთიერთობის გამო.

,,ტევესს გადასვა ჯერ კიდევ ზაფხულში უნდოდა. მაგრამ მე დაველაპარაკე ,,სიტის" ხელმძღვანელობას და შესთავაზეს უკეთესი პირობების კონტრაქტი. ამის შემდეგ მათ კიდევ შემოგვთავაზეს უფრო მეტი ხელფასის კონტრაქტი, თუმცა ტევესმა განაცხადა - არა"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი