დღის ახალი ამბები

"რეალის" ხემძღვანელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომუშავე ადამიანებს სიურპრიზი გაუკეთა

"რეალის" ხემძღვანელებმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" მომუშავე ადამიანებს სიურპრიზი გაუკეთა
11-09-2021, 00:33

მადრიდის "რეალის" ხემძღვანელობამ 'სანტიაგო ბერნაბეუს" განახლების პროცესზე მომუშავე ადამიანები კვირას გასამართ "სელტას" წინააღდეგ  მატჩზე  დაპატიჟა.

ამის შესახებ თავად ერთ-ერთმა მომუშავე ადამიანმა განაცხადა:

"ჩვენ კვირას გასამართ შეხვედრაზე წავალთ, რადგან "რეალის" წარმომადგენლებმა ჩვენ დაგვპატიჟეს, ჩვენ ასევე ვმუშაობდით "ვანდა მეტროპოლიტანოზე" , რომელიც "ატლეტიკოს" სტადიონია, მაგრამ მათ მსგავსი სიურპრიზი არ გაუკეთებიათ ჩვენთვის, დიდი მადლობა "რეალის" ხემძღვანელობას"

შეგახსენებთ, რომ 500 დღის შემდეგ "რეალი" კვლავ ითამაშებს "სანტიაგო ბერნაბეუზე", კვირას ლა ლიგის მეოთხე ტურში "სამეფო გუნდი" "სელტას" დაუპირისპირდება.





გაზიარება
მოინახულეს 1 130-ჯერ
კომენტარები
რეკლამა