ტატიშვილმა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი დაამარცხა

სიახლეები / ჩოგბურთი 14-სექ, 21:429 Sportnews 1989


საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა კანადის ქალაქ კვებეკში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია და მერვედფინალში გასვლით 30 სარეიტინგო ქულა და 2 950 დოლარი გამოიმუშავა.
Challengebell-ის საწყის რაუნდში ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 147-ე ადგილზე მყოფი ტატიშვილი მსოფლიოს 90-ე ჩოგან ალიშია მოლიკს გადაეყარა და საათსა და 38 წუთში 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ანამ მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო, თუმცა, კარგ სტარტს შესაბამისი გაგრძელება ვეღარ მოუნახა და საწყისი სეტი საკუთარი შეცდომების გამო დათმო, შემდეგ კი უპირატესობა ხელთ იგდო და 29 წლის ავსტრალიელს შანსი აღარ დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ მოლიკი თავის დროზე ელიტის წევრი გახლდათ და 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალიც კი მოიპოვა, ხოლო 2005-ში კარიერის პიკზე მყოფმა რეიტინგის მე-8 პოზიციას უწია. სამწუხაროდ, ჩინებულ ფორმაში მყოფი ალიშია ყურის ინფექციამ შეაწუხა და 2008 წლის სექტემბერში იძულებითი პაუზის აღებამ მოუწია, 2009-ში კორტზე დაბრუნებულმა კი სასურველ კონდიციებში დაბრუნება ვერაფრით მოახერხა.
მიუხედავად ყველაფრისა, ტატიშვილის გამარჯვება უდავოდ გამოსარჩევი ფაქტია, მითუმეტეს, რომ თუნდაც ამ ერთი მატჩის მოგებით, ანას კლასიფიკაციაში წინსვლა გარანტირებული აქვს.
იმედია, ქართველი ჩოგბურთელი მიღწეულზე არ გაჩერდება და მერვედფინალშიც ბოლომდე იბრძოლებს. ტატიშვილის მომდევნო მეტოქის ვინაობა ამერიკელების შერკინებაში ირკვევა, რომელშიც მე-5 ნომრად განთესილი მელანი ოუდინი (43-ე ჩოგანი) და ელისონ რისკე (154-ე) დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ხვალ გაიმართება, ასე რომ, ანას დასვენებისთვის გაცილებით მეტი დრო ექნება.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ ტატიშვილი კვებეკის ტურნირის წყვილთა გათამაშებაშიც ასპარეზობს და ამერიკელ ლილია ოსტერლოსთან შეამხანაგებული, პირველ წრეში მე-3 რეიტინგის მქონე ჩეხურ-ჰოლანდიურ დუეტს (ჰლავაჩკოვა-კრაიჩეკი) ეთამაშება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი