ლამპარდი “მანჩესტერთან” ძირითადში იქნება

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 17-დეკ, 15:249 beqa_beqa 1697


ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ ფრენკ ლამპარდი 19 დეკემბერს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება.

32 წლის ლამპარდი, აგვისტოს ბოლოს საზარდულმა შეაწუხა და ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო. ფრენკი მოედანს გასულ უქმეებზე დაუბრუნდა - “ტოტენჰემთან” (1:1) 12 წუთი ითამაშა.

ხუთშაბათს გაიმართა სპეციალურად ორგანიზებული მატჩი, რომელშიც მონაწილეობა “ჩელსის” პირველი გუნდის, რეზერვისა და აკადემიის წევრებმა მიიღეს. დახურული შეხვედრის მიზანი ერთი იყო - ლამპარდისთვის სათამაშო პრაქტიკის მიცემა. ფრენკმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, რამაც კარლო ანჩელოტი ძალიან გაახარა. BBC-ს ცნობით, ამ მატჩის შემდეგ, ანჩელოტიმ გადაწყვიტა ლამპარდი “მანჩესტერთან” სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (157)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი