Image

ნეიმარი შესაძლოა "ბარსელონაში" დაბრუნდეს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი / ტრანსფერები / ტალანტები 31-ოქტ, 16:019 GioToServe 6769


















"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ერთგვარი მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ერთხელაც, ნეიმარი შესაძლოა "კამპ ნოუზე" დაბრუნდეს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბი დიდი სკანდალის ფონზე დატოვა. "პ.ს.ჟ."-მ ფეხბურთელში 220 მილიონი ევრო გადაიხადა. "ბარსელონას" გულშემატკივრები თვლიან, რომ ნეიმარი ფულისთვის გადავიდა პარიზულ კლუბში. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას მესის ჩრდილიდან გამოსვლა სურდა, რათა "ოქროს ბურთის" მოპოვებისათვის ებრძოლა.

"ბარსელონადან" წასვლის შემდგომ, ნეიმარმა "ბარსელონას" მოხსნა მოითხოვა "ჩემპიონთა ლიგიდან" იმ მოტივით, რომ კატალონიურმა კლუბმა საპრიზო თანხა ნეიმარის მამას აღარ გადაუხადა. ასეთი საქციელით საბოლოოდ გაფუჭდა ბრაზილიელის ურთიერთობა როგორც კატალონიურ კლუბთან, ასევე კლუბის გულშემატკივრებთან. თუმცაღა, კლუბის მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე არ გამორიცხავს "კამპ ნოუზე" ნეიმარის დაბრუნებას.

"ამ ყველაფერს "სალტო-მორტალე" ("სასიკვდილო ნახტომი") ეწოდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. მოდით, ჯერ-ჯერობით ნუ დავიწყებთ მკითხაობას." - განაცხადა ვალვერდემ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა