Image

ანტონიო კონტეს დღეები "ჩელსიში" დათვლილია

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / ტრანსფერები 03-ნოე, 19:339 GioToServe 870


















გამოცემა "მარკას" ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი მზადაა კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პოსტიდან დაითხოვოს.

წყაროს ინფორმაციით, აბრამოვიჩი გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგებით არაა კმაყოფილი. აბრამოვიჩს არ მოსწონს იტალიელი მთავარი მწვრთნელის მიერ გატარებული სატრანსფერო პოლიტიკა. "ჩელსის" მფლობელი აღშფოთებულია იმ განხეთქილებით, რომელიც კონტესა და კლუბის ფეხბურთელებს შორის წარმოიქმნა. ასევე გაღიზიანებულია დიეგო კოსტას "ატლეტიკოში" გაშვებით.

"მარკა" იუწყება, რომ რომან აბრამოვიჩმა ანტონიო კონტესთან კონტაქტი გაწყვიტა, ეს კი იტალიელისთვის მხოლოდ ცუდის მომასწავებელი შეიძლება იყოს. წარსულში "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან აბრამოვიჩმა გაანთავისუფლა კარლო ანჩელოტი, გუს ჰიდინკი და ჟოზე მაურინიო. აღნიშნულს წინ ზუსტად კონტაქტის გაწყვეტა უძღოდა.

სრულიად შესაძლებელია, რომ "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის დაპირისპირება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება, აღმოჩნდეს გადამწყვეტი ანტონიო კონტესთვის.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე 2016 წლის ზაფხულში ჩაუდგა "ჩელსის" სათავეში. მან კლუბს ინგლისის ჩემპიონატი მოაგებინა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (150)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა