დღის ახალი ამბები

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, პარალიმპთა შორის გამარჯვებულები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.
 
სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.




გაზიარება
მოინახულეს 2 727-ჯერ
კომენტარები
რეკლამა