ახალი სეზონიდან იოანა კონტას შარაპოვას ყოფილი მწვრთნელი ავარჯიშებს

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ჩოგბურთი / მსოფლიო ჩოგბურთი 22-ნოე, 21:009 GioToServe 995


მარია შარაპოვას ყოფილი მწვრთნელი მაიკლ ჯოისი, რომელიც მიმდიანარე სეზონში ვიქტორია აზარენკასთან თანამშრომლობდა, დიდი ალბათობით, ბრიტანელი ჩოგბურთელის - ჯოანა კონტას მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას ავრცელებს “BBC”.

„მაიამის“ ჩემპიონმა და „უიმბლდონის“ 1/2 ფინალისტმა, შემოდგომის დასაწყისში განაცხადა, რომ თავის მწვრთნელ - ვიმ ფისეტთან აღარ ითანამშრომლებდა და დასძინა, რომ რაც შეიძლება მალე სურდა ახალ მწვრთნელთან ერთად ვარჯიშის განახლება.

ჯოისი შარაპოვას 2005-დან 2011 წლის ჩათვლით ავარჯიშებდა. ცოტა უფრო მოგვიანებით, იგი ავარჯიშებდა ჯესიკა პეგულას, თუმცა ბოლო პერიოდია აზარენკასთან აქტიურად აღარ უთანამშრომლია. სწორედ ჯოისის ხელმძღვანელობის ქვეშ გეგმავდა აზარენკა დეკრეტიდან სრულყოფილ ფორმაში დაბრუნებას, მაგრამ ოჯახური პრობლემების გამო ბელორუსელს სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია.

ახალი სეზონიდან იოანა კონტას შარაპოვას ყოფილი მწვრთნელი ავარჯიშებს




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (23)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)