Image

"მილანმა" მონტელა დაითხოვა და კლუბის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 27-ნოე, 18:359 GioToServe 3217


















„მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარ მწვრთნელს განაჩენი გამოუტანა. იტალიურმა კლუბმა პოსტიდან დაითხოვა ვინჩენცო მონტელა. ინფორმაცია გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

43 წლის სპეციალისტის მთავარი მწვრთნელობის პოსტიდან დათხოვნის მიზეზად მიმდინარე სეზონში „მილანის“ მიერ დაფიქსირებული ცუდი და არადაკმაყოფილებელი შედეგები სახელდება.

კლუბის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო გახდა. ბოლო პერიოდში, „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.

ვინჩენცო მონტელა „მილანს“ 2016 წლის ზაფხულიდან ედგა სათავეში. გასულ სეზონში, ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით, იტალიურმა კლუბმა „სერია A”-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ „სერია A”-ს 14 ტურის შემდგომ, „მილანი“ სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს და მხოლოდ 20 ქულის მოგროვება შეძლო. გუნდის ანგარიშზე 6 მოგება, 6 წაგება და 2 ფრეა.


"მილანმა" მონტელა დაითხოვა და კლუბის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა