Image

გარეთ ბეილის "რეალის" შემადგენლობაში დაბრუნების დრო ცნობილია

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 27-ნოე, 19:119 GioToServe 1078


















მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ორი თვის შემდგომ, გარეთ ბეილი პირველად შეძლებს ოთხშაბათს მოედანზე გამოსვლას და ასპარეზობას.

ბეილს წვივისა და თეძოს ტრავმების გამო, მნიშვნელოვანი დროის გამოტოვება მოუხდა, მაგრამ „ესპანეთის საფეხბურთო თასზე“ „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

28 წლის უელსელ ფორვარდს 26 სექტემბრის შემდგომ აღარ უთამაშია. ეს კი ზუსტად ის თარიღია, როდესაც „ჩემპიონთა ლიგაზე“ მადრიდის „რეალმა“ 3-1 ანგარიშით დაამარცხა დორტმუნდის „ბორუსია“.

„როგორც ჩანს, ბეილს უკვე შეუძლია თამაში და ზეგისთვის ფორმაში იქნება.“ - განაცხადა ზიდანმა.

ფრანგმა სპეციალისტმა, გასულ კვირას თქვა, რომ არ იცოდა ბეილის მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო.

„ბეილს დიდი სათამაშო დრო სჭირდება. ვნახოთ, როგორ შეძლებს თამაშს და როგორ წარიმართება მატჩები. ამის შემდგომ შეგვეძლება დასკვნების გამოტანა და მომავალ გადაწყვეტილებებზე ფიქრი.“

ბეილი უელსის ეროვნულ ნაკრებსაც ვერ დაეხმარა, შედეგად ნაკრებმა „მსოფლიო ჩემპიონატის“ კვალიფიკაციის ეტაპზე წარუმატებლად იასპარეზა. მიმდინარე სეზონში, „რეალის“ შემტევ ხაზში, გარეთ ბეილს 1 წუთიც კი არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუსთან და კარიმ ბენზემასთან ერთად, რადგან ტრავმებმა და დროებითმა დისკვალიფიკაციებმა სამივე ფეხბურთელზე იმოქმედა.

„გარეთის, კრიშტიანუსა და კარიმის ერთად ხილვა მსურს,“ - განაცხადა ზინედინ ზიდანმა. –„დიდი ხანია, რაც მოედანზე ისინი ერთად არ მინახავს.“

მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში, 159 მატჩში, ბეილმა 70 გოლის გატანა შეძლო. კლუბთან ერთად მან 3-ჯერ აღმართა „ჩემპიონთა ლიგის“ ტიტული, გასულ სეზონში კი „ლა ლიგის“ ტრიუმფიც იზეიმა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (195)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა