Image

ჯორჯო კიელინი ყოფილ თანაგუნდელზე: "ის მალე დატოვებს "პ.ს.ჟ."-ს"

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / საფრანგეთი / ტრანსფერები 30-ნოე, 20:049 GioToServe 1087


















ჯორჯო კიელინის აზრით, დანი ალვესი სულ მალე დატოვებს თავის ამჟამინდელ კლუბს.

„იუვენტუსის“ მცველმა ყოფილი თანაგუნდელის შესახებ ისაუბრა. ალვესმა „იუვენტუსში“ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო. ბრაზილიელი ფეხბურთელის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას ბევრი ელოდა, მაგრამ მან „პ.ს.ჟ.“ არჩია.

„დანი ალვესი ზუსტად ასეთია.“ - განუცხადა კიელინიმ „Premium Sport”-ს.

„ვფიქრობ, რომ დანი ალვესი „პ.ს.ჟ.“-საც მალე დატოვებს, იმიტომ რომ უყვარს ახალი გამოწვევები და მათთან შეჭიდება. ამის გამო ის ძალიან პატივსაცემი ფეხბურთელია, მასთან დაკავშირებით მხოლოდ კარგი მახსენდება იმიტომ, რომ თავად მან დატოვა მხოლოდ დადებითი მოგონებები.“

ბრაზილიელი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ გამორჩეულად ვერც ასპარეზობდა. მას შემდგომ, რაც მან კლუბი დატოვა, არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა მიხედვითაც დანი ალვესი ვერ შეეგუა იტალიურ კლუბს.

თუმცაღა, „ჩემპიონთა ლიგის“ ბოლო ეტაპებზე, დანი ალვესმა კარგად იასპარეზა. მიმდინარე სეზონში, „პ.ს.ჟ.“-ს შემადგენლობაში, მან 3 გოლის გატანა შეძლო და 4 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვესი „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშეა. მან 3-ჯერ შეძლო „ჩემპიონთა ლიგის“ ტიტულის აღმართვა.

ცოტა ხნის წინ, დანი ალვესმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ სჯობს „იუვენტუსს“ და იმიტომ დატოვა “იუვენტუსის მოედანი“, რომ იქ ყოფნისგან საერთოდ ვერ იღებდა სიამოვნებას.


ჯორჯო კიელინი ყოფილ თანაგუნდელზე: "ის მალე დატოვებს "პ.ს.ჟ."-ს"


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (225)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა