ფიბა-მ ევრობასკეტის ფორმატი დაადგინა

სიახლეები / კალათბურთი / ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 24-სექ, 20:239 Sportnews 1880


ფიბა-ევროპამ 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების კალათებში განთესვამდე, ამ შეჯიბრის კალენდარი და შესაბამისად, გათამაშების ფორმატი გამოაქვეყნა.
თავდაპირველი ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი 3 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ამ თარიღმა აგვისტოში გადმოიწია. როგორც ირკვევა, ლიტვა მომავალ ტურნირს მომავალი წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

ევრობასკეტის რეგლამენტის თანახმად, 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, მომდევნო ეტაპზე კი 3-3 საუკეთესო გავა. მეორე ეტაპზე 2 ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც 4-4 მოწინავე მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა 25 იანვარს ვილნიუსში გაიმართება, მანამდე კი ფიბა-ევროპამ მონაწილე გუნდები კალათებში უნდა განთესოს. სავარაუდოა, რომ ნაკრებები ამდაგვარად გადანაწილდებიან:
I კალათი: თურქეთი, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი.
II კალათი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, საფრანგეთი.
III კალათი: ხორვატია, გერმანია, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათი: იტალია, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი.
VI კალათი: ბოსნია, ლატვია...

მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ, რომლებიც მიმოსვლითი სისტემით მომავალი წლის აგვისტოში ითამაშებენ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი