ჰოვარდი: დურანტი ლებრონს მირჩევნია

სიახლეები / კალათბურთი / NBA 24-სექ, 20:299 Sportnews 1950


"ორლანდო მეჯიქის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა საინტერესო ინტერვიუ მისცა ESPN-ს. ლიგის უძლიერესი ცენტრი დღევანდელ აქტუალურ თემებზე ლაპარაკობს.

"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ დღეს ყველამ დაივიწყა "ლეიკერსი", არადა, ამ გუნდმა ზედიზედ ორი ტიტული მოიგო. გასაგებია, რომ ახლა ყველანი გატაცებულნი არიან "მაიამითა" და მისი სამი ვარსკვლავით. რა თქმა უნდა, დუეინის, კრისისა და ლებრონის ერთად ხილვა საინტერესო იქნება, მაგრამ "ლეიკერსის" უფრო უნდა გვეშინოდეს".

კარმელო ენტონის გაჭიანურებულ ტრანსფერზე ჰოვარდმა შემდეგი თქვა: "კარმელოს ძალიან მოუხდებოდა "ორლანდოს" ფორმა".
მსოფლიოს ჩემპიონატის გმირის კევინ დურანტისა და ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშის ლებრონ ჯეიმსის შედარება: "მე უპირატესობას დურანტს მივანიჭებდი".

დუაიტმა თეთრკანიან კალათბურთელებს შორის ჩატენვების კონკურსის ჩატარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ამისთვის მხოლოდ ორი მოთამაშის გვარი გაიხსენა. მისი აზრით, ღირსეული კანდიდატები არიან - ჯო ალექსანდერი და კრის ანდერსონი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 24 სექტემბერი 2010 20:32
ლებრონი და ვაიდი ერთად რაღაც წარმოუდგენელია, ეს იგივეა, როგორც რონალდუ , კაკა ერთად როივე მაგარ ფორმაში , მარა კობის ვერც ერთი შეედრება, ასერომ ლეიკერსის დავიწყება არ შეიძლება.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)