აფრიკაში საუკეთესოდ ეტოო აღიარეს

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 21-დეკ, 16:189 beqa_beqa 1644


მილანის “ინტერისა” და კამერუნის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, სამუელ ეტოო მეოთხედ გახდა აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ამ მხრივ აბსოლiტური რეკორდი დაამყარა. გასულ საკლუბო სეზონში ყველაფრის მომგები ფეხბურთელის “შავ კონტინენტზე” საუკეთესოდ აღიარება მოსალოდნელი იყო და აი, მიიღო კიდეც, 5-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად, ყველაზე პრესტიჟული აფრიკული ინდივიდუალური ჯილდო.

აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ეტოომ კოტ დივუარელ დიდიე დროგბას და განელ ასამოა გიანს აჯობა.

საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გაიცა პრიზები. კონტინენტის წლის საუკეთესო კლუბად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი “მაზემბე” დასახელდა, საუკეთესო ნაკრებად კი - განა.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას, აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციისგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად გულშემატკივრებს შორის ატარებს ბრიტანული ტელეარხი ВВС, რომლის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ქომაგებმა 2010 წელს აფრიკაში საუკეთესოდ ასამოა გიანი აღიარეს.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 21 დეკემბერი 2010 16:47
beqa_beqa,
ასამოა გიანი ანტი გმირად ვერ დაასახელეს? 90+29 წუთზე რო პენალტს ვერ გაიტან მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში 18
beqa_beqa 21 დეკემბერი 2010 16:20
ხო დროგბაც შEიზელბოდა



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)