Image

გაირკვა 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა!

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 26-დეკ, 17:479 GioToServe 590


















„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლიონელ მესის გაუსწრო და ინგლისელი ფეხბურთელი 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

„პრემიერ ლიგის“ მე-20 ტურის ფარგლებში, „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა. 24 წლის თავდამსხმელმა 39 წუთში დუბლის გაფორმება მოახერხა. პირველი გატანილი ბურთით, კეინი ლიონელ მესისა და ედინსონ კავანის გაუთანაბრდა. კონკრეტული მომენტისთვის სამივე ფეხბურთელს 54 გოლი ჰქონდა გატანილი. თუმცა, კეინმა მეორედაც მოახერხა მეტოქე გუნდის კარის აღება.

შეხვედრის მეორე ნახევარში, ინგლისელმა 67-ე წუთზე კვლავ მოახერხა "საუთჰემპტონის" კარში გატანა და მას წელს 56 ბურთი აქვს გატანილი. ინგლისელი ფეხბურთელი 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

2017 წლის საუკეთესო ბომბარდირების სია ამგვარად გამოიყურება:

ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") - 56 გოლი

ედინსონ კავანი ("პ.ს.ჟ.") - 54 გოლი

ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 54 გოლი

კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი") - 53 გოლი

რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი") - 53 გოლი


გაირკვა 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობა!


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა