Image

მონტელა ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 29-დეკ, 11:409 GioToServe 541


















„მილანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა „სევილიას“ ჩაუდგება სათავეში. ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურად ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ მხარეებმა საერთო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

43 წლის მწვრთნელი დღეს ჩაფრინდება სევილიაში. ხვალ იგი უკვე კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად გახდება ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მონტელასთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება წელიწადნახევრის განმავლობაში იქნება ძალაში, უფრო კონკრეტულად კი 2019 წლის ზაფხულამდე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „სევილიამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა სიმსივნით დაავადებული ედუარდო ბერიცო. ამ უკანასკნელის გაშვების ოფიციალურ მიზეზად „სევილიას“ არაშედეგიანი ასპარეზობა დასახელდა.

მონტელა უკანასკნელ პერიოდში „მილანის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. კერძოდ, იგი იტალიურ კლუბს 2016-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. მონტელას მუშაობა „მილანში“ ნეგატიურად შეფასდა, მან ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი, რის გამოც მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (205)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა