Image

მორიგი სამწუხარო ინფორმაცია ნოვაკ ჯოკოვიჩის გულშემატკივართათვის

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 29-დეკ, 18:039 GioToServe 1307


















მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი „აბუ-დაბის“ საჩვენებელი ტურნირიდან ოფიციალურად მოიხსნა.

30 წლის სერბის აღნიშნული გადაწყვეტილების განმსაზღვრელ მიზეზად მარჯვენა იდაყვის ირგვლივ ტკივილი სახელდება. სწორედ ამავე ტრავმის გამო მოუწია ნოვაკ ჯოკოვიჩს „უიმბლდონის“ შემდგომ, სეზონის დროზე ადრე დასრულება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ „აბუ-დაბის“ ტურნირიდან მოხსნა მომიწია. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე დღეა, რაც იდაყვი მტკივა. ექიმებმა რეკომენდაცია გამიწიეს, რომ თავი შემეკავებინა ასპარეზობისგან, რათა მკურნალობის პროცესი სრულყოფილად წარმართულიყო.“

„საკმაოდ დამწუხრებული ვარ, რადგან კორტზე დაბრუნება მთელი გულით მინდოდა. დიდი სიხარულით ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი ახალი სეზონის დასაწყებად. „აბუ-დაბის“ ტურნირი სწორედ ზემოთხსენებულ მოსამზადებელ პერიოდად ითვლება. ტურნირზე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთამაშობ ხოლმე. განვითარებული მოვლენების ფონზე, სხვა აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ შევეგუო არსებულ სიტუაციას და კონკრეტული პროცედურების დასრულების შემდგომ შევაფასო ჩემი მდგომარეობა. მხოლოდ ამის შემდგომ შევძლებ ასპარეზობის განახლებას. ამ ყველაფრის გამო, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ დავბრუნდები ტურში. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი დღეების განმავლობაში მივიღებთ.“ - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

დავამატებთ იმასაც, რომ „აბუ-დაბის“ საჩვენებელ ტურნირზე ჯოკოვიჩს ენდი მარი შეცვლის, რომელიც მიმდინარე სეზონში ასევე გახდა ტრავმის მსხვერპლი. ბრიტანელი ჩოგბურთელი მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშს და მომზადებას გეგმავდა, ახლა კი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოუწევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (205)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა