Image

ოფიციალურად გაბიმ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 29-დეკ, 20:419 GioToServe 466


















ოფიციალურად გაბიმ ახალი ხელშეკრულება გააფორმა


„ატლეტიკოს“ გენერალურმა დირექტორმა მიგელ ანხელ ჰილ მარინმა განაცხადა, რომ მადრიდული გუნდის კაპიტანმა გაბიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

„გაბისთან ერთად ახალ კონტრაქტს უკვე მოვაწერეთ ხელი. ის ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.“ - ციტირებს მარინის სიტყვებს „ESPORT.GE”.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნახევარმცველის ძველი კონტრაქტი „ატლეტიკოსთან“ 2018 წლის ივნისამდე იყო ძალაში.

ახალი კონტრაქტის ფინანსური დეტალები და ხანგრძლივობა არ გახმაურებულა. თუმცაღა, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი გაბისთან 2019 წლის ჩათვლით გეგმავს თანამშრომლობას.

მიმდინარე სეზონში, მადრიდის „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში, გაბიმ 21 მატჩი ჩაატარა, თუმცა დასამახსოვრებელი და გამორჩეული მოქმედებებით ჯერ-ჯერობით თავი ვერ დაგვამახსოვრა.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (149)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა