დავით ზირაქაშვილი 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენია

სიახლეები / სხვა სახეობები / რაგბი 24-დეკ, 20:479 beqa_beqa 3431


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენად მორაგბე დავით ზირაქაშვილი დაასახელა. ფილარმონიის ივენთ-ჰოლში გამართულ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სპორტულ და ახალგაზრდულ სფეროში წარმატებული ადამიანები დააჯილდოვეს.
საღამოს მსახიობი ია სუხიტაშვილი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა წარუძღვნენ. საუკეთესოთა დასახელება-დაჯილდოვებას შორის კი დამსწრეთათვის ჯგუფი “33ა” უკრავდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაცია 3-მა პერსპექტიულმა სპორტსმენმა გაინაწილა – თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ხუციშვილმა, ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ბატუტზე მხტომელმა ანა ოდიშვილმა. ხუციშვილი და ჭრიკიშვილი წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდნენ, ხოლო მდივნიშვილმა ევროპირველობა მოიგო.
საუკეთესო გუნდად თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკალათბურთო ნაკრები გამოაცხადა. ქართველმა კალათბურთელებმა წლეულს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ წარმატებულად ითამაშეს და მართალია, ფინალური ეტაპის საგზურამდე სულ ცოტა დააკლდათ, მაგრამ საერთაშორისო ფედერაციამ წინასწარი გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და იგორ კოკოშკოვის გუნდს მწვანე შუქი აუნთო.
წლის ვეტერანი სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულად ვეტერანებს შორის სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები თემურ გიორგაძე დასახელდა. საუკეთესო მსაჯად – ჭიდაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ედიშერ მაჩაიძე, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დამრიგებელი, თემურ ქეცბაია. შეგახსენებთ, ქეცბაიას ხელში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონი წაუგებლად ჩაამთავრა.
ღონისძიების კულმინაცია საუკეთესო სპორტსმენის დასახელება იყო. დავით ზირაქაშვილისთვის განკუთვნილი პრიზი სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილისგან საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გია ნიჟარაძემ ჩაიბარა. მასვე გადაეცა, “ბაზისბანკის” მიერ წლის სპორტსმენისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო, 5 ათასი ლარიც. თავად ზირაქაშვილმა კი დაჯილდოების ცერემონიალს ევროპაში თოვლიანობის გამო გადადებული ავიარეისების გამო ვერ ჩამოუსწრო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (177)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი