ბექემი "ბლექბერნში"?

სიახლეები / ფეხბურთი / უცხოური ფეხბურთი 25-დეკ, 16:279 Sportnews 1807


ინგლისური “ბლექბერნის” მთავარ მწვრთნელ სტივ კინს სურს, “ლოს ანჯელეს გელექსის” ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში შესვენების პერიოდში, იჯარით აიყვანოს.

ცოტა ხნის წინ, 35 წლის ფეხბურთელს მსგავსი წინადადებით “ევერტონმა” მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

“თუ დევიდი ჩვენთან გადმოსვლას მოინდომებს, მოხარულნი ვიქნებით. ბექჰემის მეგობარი, მიჩელ სალგადო ჩვენთან თამაშობს, რაც მასთან საერთო ენის გამონახვის იმედს მაძლევს”,- ციტირებს კინს Talk sport-ი.

“ლოს ანჯელეს გელექსიში” 2007 წელს გადაბარგებულმა ბექჰემმა, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) შესვენების დრო ორჯერ გაატარა ევროპაში და ორივე შემთხვევაში “მილანში” თამაშობდა იჯარით.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (137)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი